პრემიერი - ჩვენი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში, რათა მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს

ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში, იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე დამკვირვებლების მობილიზება საჭიროა იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

„აპრილში საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-სა და ოდირს გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა, წერილი რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნა საქართველოში ამ არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან NDI-ისა და IRI-ის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მთავრობა იღებს, რა თქმა უნდა, ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა