პრემიერი - ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება სწორედ იმ გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მინისტრობის დროს

ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება სწორედ იმ გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროში, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი ფაქტი დადასტურდა და სასამართლომ კეზერაშვილი დაუსაბუთებელი, გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის დამნაშავედ სცნო.

„თუ არ ვცდები, 5 მილიონი დოლარი იქნა გადარიცხული ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაში და არავითარი არც სერვისი არ იქნა გაწეული და არანაირი შეიარაღება არ ჩამოსულა. ასეთი ფაქტი არის უამრვი და რა თქმა უნდა, ამას გამოძიება გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა