ვენის ლაბორატორიის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა

პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ავსტრიაში, ვენის ლაბორატორიის, FTC-Forensisch-Toxikologisches Labor-ის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„2021 წლის 14 სექტემბერს ვენის (ავსტრია) ლაბორატორიაში „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ ჩატარდა გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მათ შორის:

• ტეტრაჰიდროკანაბინოლი - (მათ შორის ე.წ. მარიხუანა)

• კოკაინი

• ამფეტამინი

• მეტამფეტამინი

• MDEA

• MDMA

• მეფედრონი

• ოპიოიდის ჯგუფები: ოპიატები და ჰეროინი

• კოდეინი

• მორფინი

• ბუფრენორფინი

• დიჰიდროკოდეინი

• ფენტანილი

• მეთადონი

• ტრამადოლი

• ბენზოდიაზეპინები

დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ზემოხსენებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. კვლევის შედეგები გაიცა 2021 წლის 28 სექტემბერს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა