საფრანგეთის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია, რა სასჯელი შეეფარდა ყოფილ პრეზიდენტს, თუმცა პროკურატურა მის წინააღმდეგ თავისუფლების 1 წლის ვადით აღკვეთას, მათ შორის 6-თვიან პირობით სასჯელს ითხოვდა.
პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლას სარკოზმა არჩევნებისთვის კანონით დასაშვებ 22.5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა დახარჯა. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი წელს მეორედ გამოიტანეს.
სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში სარკოზი დამნაშავედ ცნო გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოსამართლის მოსყიდვის მცდელობაში.