ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ის სასჯელს სახლში, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის ტარებით მოიხდის

პარიზის სასამართლომ ექსპრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მედიის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს საშუალებას მისცემენ სასჯელი სახლში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის ტარებით მოიხადოს.

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ დღეს ცნო.

პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლას სარკოზიმ არჩევნებისთვის კანონით დასაშვებ 22.5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა დახარჯა. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი წელს მეორედ გამოიტანეს.

სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში სარკოზი დამნაშავედ ცნო გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოსამართლის მოსყიდვის მცდელობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა