მედია - სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი თანხის გაფლანგვის ბრალდებით არის დაკავებული

სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი თანხის გაფლანგვის ბრალდებით არის დაკავებული, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავება უკავშირდება გამოძიებას, რომელიც შეიარაღებული ძალების მომარაგების პროცესში თანამდებობის შესაძლო ბოროტად გამოყენებასა და გაყალბებაზე მიმდინარეობს.

დავით ტონოიანთან ერთად იარაღის დილერი, დავით გალსტიანიც დააკავეს. მათ 2.2 მილიარდ სომხურ დრამზე მეტი თანხის გაფლანგვაში სდებენ ბრალს.

გამომძიებლებმა სასამართლოს ტონოიანისა და გალსტიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თხოვნით მიმართეს.

შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს