თაკო ჩარკვიანი - ჩემი შემოთავაზებაა, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი - თვითმფრინავს მივცეთ საშუალება მშვიდობიანად დაჯდეს

ჩემი შემოთავაზებაა, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი - ეს თქვენც გჭირდებათ. იფიქრეთ სამომავლოდ, არ გაქვთ ქვეყანაში კარგი საქმეები გაკეთებული - თვითმფრინავს მივცეთ საშუალება მშვიდობიანად დაჯდეს,- ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მმართველ გუნდს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მიხეილ სააკაშილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ამასთან, ჩარკვიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, რომ მათთან შეხვედრა უნდა და ამ შეხვედრას „რამდენიმე ადამიანი უნდა დაესწროს“.

„უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა კიევი-თბილისის რეისი. საქართველოს მოსახლეობის 30%-ს და სხვებსაც, ვინც ამ 30%-ში არ შედის, უნდა, რომ ეს რეისი მშვიდობიანად დასრულდეს. დღეს უკვე მეორედ მოვისმინეთ რბილად რომ ვთქვათ, უხერხული, არასახელმწიფოებრივი და მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ღარიბაშვილის. მას, როგორც ჩანს, ავიწყდება, რომ ის არის სრულიად საქართველოს პრემიერი და არა ხალხის ერთი ნაწილის. ძალიან იოლად საუბრობს ადამიანთა დაპირისპირებაზე, რაც სრულიად წარმოუდგენელია საქართველოსთვის. მითუმტეს, პირველი პირისგან ეს ძალიან უხერხულია. თუ რა თქმა უნდა, მას არ აქვს ჩაფიქრებული, რომ იგივე გააკეთოს - ესკალაცია მოახდინოს . ამის თქმის უფლება მაქვს, კადრები ვიხილეთ, როდესაც პოლიცია კორიდორს უკეთებდა ბანდ-ფორმირებებს, რომელთაგან დაჭერილი არავინ არ არის. აბსოლუტურად უკანონო მდგომარეობაში იდგა პოლიცია და მიუშვეს ეს ბანდები ოფისზე თავდასხმისთვის, რასაც შეეწირა სასიკვდილოდ ნაცემი ლექსო ლაშქარავა.

მინდა მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს და უპირველეს ყოვლისა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელთანაც შეხვედრა გვინდა. შეხვედრა კარგი იქნებოდა დელეგაციის სახით, მცირე ფორმის დელეგაცია იყოს. ვიცი, რომ ამ დროს ფართომასშტაბიანი დელეგაციები არ დგება. მინდა რამდენიმე ადამიანი ესწრებოდეს ამ საუბარს. ეს მხოლოდ ჭირისუფლური საუბარი იქნება, სახელმწიფოებრივი. ვფიქრობ, მათ სახელმწიფოებრივად აზროვნება მართებთ, იმიტომ რომ საქართველო არის ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე. ვიღაც კი არ ჩამოდის, ჩამოდის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სახელმწიფოს შენებაში, თუ არ გჯერათ რომ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, აღმოჩნდა, რომ 9 წლის განმავლობაში ეს 800 ათასმა კაცმა დაიჯერა და იმ ყოფილ პრეზიდენტს ხელში უჭირავს პარტია“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, თვითმფრინავს, რომლითაც სააკაშვილი ჩამოფრინდება, მშვიდობიანად დაჯდომის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მისი განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, „მოძრაობა სააკაშვილის დასაბრუნებლად“ ბრძოლას გააგრძელებს.

„ამას 5 წუთში ვერ გაანალიზებთ, ზუსტად ვიცი, გაანალიზეთ სწორად, ასეთ რეჟიმში ქვეყანა ცხოვრებას ვერ გააგრძელებს. დაჭერის შემთხვევაში გარანტიას გაძლევთ, ზუსტად ისე, როგორც არ მიკითხავს ოპოზიციისთვის, „მოძრაობა სააკაშვილის დასაბრუნებლად“, გააგრძელებს ბრძოლას უმწვავესად, მოსვენებას არ მოგცემთ კანონის და სამართლის ფარგლებში! ამიტომ, ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი. ეს თქვენც გჭირდებათ. იფიქრეთ სამომავლოდ, არ გაქვთ ქვეყანაში კარგი საქმეები გაკეთებული. მშვიდობიანად მივცეთ საშუალება დაჯდეს თვითმფრინავი“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა