სომეხი პოლიტოლოგი - სომხეთს შეუძლია და ვალდებულია, მიიღოს თბილისის სამეზობლო სამშვიდობო ინიციატივა

ერევანმა უნდა ისარგებლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის „სამეზობლო სამშვიდობო ინიციატივით“. ამის შესახებ „სპუტნიკს“ სომეხმა პოლიტოლოგმა არმენ ბაღდასარიანმა განუცხადა.

„ეს ინიციატივა სომხეთს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს კიდევ ერთი პლატფორმა აზერბაიჯანთან დიალოგისთვის, გარდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობისა. ერევანს შეუძლია და ვალდებულია მიიღოს თბილისის ინიციატივა“ , - აცხადებს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზაცია ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, ღარიბაშვილის დაინტერესება მეზობლების შერიგების შესახებ, საკმაოდ საეჭვოა.

„თუკი სომხეთ - აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა გაუმჯობესდება, სომხეთი გახდება საქართველოს კონკურენტი მთელ რიგ პროექტებში. ასე იქნებოდა 90-იან წლებში, ურთიერთობები თუ დალაგდებოდა: როგორც ნავთობსადენი, ისე რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს აკავშირებს, სომხეთზე გაივლიდა და არა საქართველოზე“ , - განაცხადა სომეხმა ექსპერტმა.

ის არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილს ეს ინიციატივა თბილისს დასავლურმა „ძალებმა შემოუგდეს“, კერძოდ კი, ევროკავშირმა.

სააგენტო წერს, რომ, სამეზობლო სამშვიდობო ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ლიდერს ილჰამ ალიევს უკვე ესაუბრა. მოსალოდნელია, რომ საქართველოს პრემიერ - მინისტრი სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთანაც აპირებს მის განხილვას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა