საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - "ფორმულასა" და სხვა კრიტიკული მედიის მიმართ ზეწოლა, საქმიანობის ხელის შეშლა რაიმე ფორმით, უკიდურესად საშიშია და აძლიერებს საზოგადოების პოლარიზაციას

საქართველოს საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ფორმულასა" და სხვა კრიტიკული მედიის მიმართ ზეწოლა, მათი საქმიანობის ხელის შეშლა რაიმე ფორმით, უკიდურესად საშიშია და აძლიერებს საზოგადოების პოლარიზაციას.

„დღეს როცა საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც წაადგება კონფრონტაციის მინიმიზაციას.

ამ მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება, რათა შედეგები საზოგადოების ფართო წრეებისთვის მაღალი სანდოობით სარგებლობდეს.

არჩევნების შედეგის ნდობის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კრიტიკული მედიის არსებობას, რათა საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების ხმა და ინტერესი დაბალანსებული იყოს, არსებობდეს პოლიტიკური კონკურენციის რეალური გარემო.

ამ მხრივ "ფორმულასა" და სხვა კრიტიკული მედიის მიმართ ზეწოლა, მათი საქმიანობის ხელის შეშლა რაიმე ფორმით, უკიდურესად საშიშია და აძლიერებს საზოგადოების პოლარიზაციას.

ჩვენ, საქართველოს საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვუცხადებთ სოლიდარობას “ფორმულას” და სხვა კრიტიკულ მედიას; ხელისუფლებასა და მმართველ ძალას მოვუწოდებთ, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და თავისი ქმედებებით არ წაახალისოს დაპირისპირება და პოლარიზაცია.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი განსხვავებულობა ჩვენი სიმდიდრეა და არა სისუსტე. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს ძალა, რათა ვიპოვოთ კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საერთო სამშობლოს მომავალს, მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს განსხვავებული ჯგუფების თანაარსებობას და განვითარებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები არიან:

“საქართველოს სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ (CIIC);

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC);

“საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემია“;

ხათუნა ლაგაზიძე;

დავით კიზირია;

მალხაზ ნაკაშიძე;

გოჩა მირცხულავა;

გია ჯაფარიძე;

გიორგი მელაშვილი;

გიორგი რუხაძე;

ნოდარ ხარშილაძე;

ლელა ჯეჯელავა;

ნიკა რომანაძე;

ნანა გოგოხია;

გიორგი გაბრიელაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა