აზერბაიჯანში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებს დღეიდან ე.წ. კოვიდპასპორტების წარდგენას მოსთხოვენ

აზერბაიჯანში სარკინიგზო და საავტომობილო საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა დღეიდან მხოლოდ ე.წ. კოვიდპასპორტების მფლობელებისთვის იქნება შესაძლებელი,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან მგზავრებს მოეთხოვებათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით იყვნენ აცრილი, 1-ელი ნოემბრიდან კი -ორივე დოზით, ან წარადგინონ მოწმობა, რომ კოვიდ 19-ის მიმართ იმუნიტეტი აქვთ.

გამონაკლისი შეეხება მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებს.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 8.5 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა 3.7 მილიონს აჭარბებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა