ავსტრალიის მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება უახლოეს მომავალში ექნებათ

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალიელებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება უახლოეს მომავალში მიეცემათ.

მედიის ინფორმაციით, პრემიერს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სასაზღვრო რეგულაციები შემსუბუქდება „რამდენიმე კვირაში“, მაშინვე, როგორც კი მოსახლეობის 80% იქნება ვაქცინირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, 18-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ ქვეყნის ხელახალი გახსნის პირველი ეტაპი ორიენტირებული იქნება ავსტრალიის მოქალაქეების მოგზაურობის შესაძლებლობაზე, ტურისტებისა და უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეების ავსტრალიაში შეშვების გეგმა კი პირველი ფაზის შემდეგ შემუშავდება.

შეგახსენებთ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საზღვრები 2020 წელს ჩაკეტა. იმ დროიდან ავსტრალიაში შესვლის უფლება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მოქალაქეებსა და მუდმივ რეზიდენტებს აქვთ და ისინი ვალდებულები არიან, ქვეყანაში შესვლის შემდეგ 14-დღიანი კარანტინი სასტუმროში, საკუთარი ხარჯით გაიარონ.

ავსტრალიის ფედერალურ მთავრობას იმედი აქვს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80 % ნოემბრის ბოლომდე იქნება ვაქცინირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს