ეთიოპიამ გაერო-ს შვიდი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

ეთიოპიის მთავრობამ გაერო-ს შვიდი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გაერო-ს განცხადება იმის შესახებ, რომ ტიგრაის რეგიონზე, რომლის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება, არასათანდო წვდომა აქვთ.

ამ განცხადების გამო, ეთიოპიის მთავრობამ გაერო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო-ს თანამშრომლების გაძევების გამო „შოკირებულია“.

ტიგრაის რეგიონში ამბოხებულებსა და ფედერალურ ძალებს შორის დაპირისპირება 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. კონფლიქტს დღემდე ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა და გაიძარცვა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და რეგიონის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა