მედია - გაერთიანებულ სამეფოში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კოვიდ შეზღუდვების უმეტესობის გაუქმების შემდეგ, ინფიცირების ყოველდღიურმა შემთხვევებმა იმატა

გაერთიანებულ სამეფოში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კოვიდ შეზღუდვების უმეტესობის გაუქმებისა და სკოლების გახსნის შემდეგ, ინფიცირების ყოველდღიურმა შემთხვევებმა იმატა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 36 480 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 137 ადამიანი გარდაიცვალა, რაც სექტემბრის დასაწყისთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ბოლო 7 დღის განმავლობაში დაინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი 14%-ით შემცირდა.

გაერთიანებულ სამეფოში 49 მილიონ ადამიანს, ანუ მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს, ვაქცინის პირველი დოზა მიღებული აქვს. 45 მილიონამდე ადამიანი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 83% კი ორივე დოზითაა აცრილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო