სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 20 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 339-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 262 631 პირი დაინფიცირდა, 242 569 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ამჟამად 14 700-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.