ბადრი ჯაფარიძე - ყველას მოგიწოდებთ, ვიყოთ ფოკუსირებული ხვალინდელ გადამწყვეტ არჩევნებზე - სააკაშვილის ფაქტორი არ შეცვლის არანაირად პოლიტიკურ პროცესებს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არანაირად არ შეცვლის პოლიტიკურ პროცესებს. მან საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, რომ მაქსიმალურად იყვნენ ფოკუსირებული ხვალინდელ არჩევნებზე. მისივე განმარტებით, სწორედ ეს იყო ევროპარლამენტარებთან შეხვედრის მთავარი თემა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სააკაშვილის ფაქტორი ამ შეხვედრაზე არ განხილულა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტარებთან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, ვიყოთ კონცენტრირებული ხვალინდელ არჩევნებზე. ყველას მოგიწოდებთ, ვიყოთ ფოკუსირებული ხვალინდელ გადამწყვეტ არჩევნებზე!

სააკაშვილის ფაქტორი არ შეცვლის არანაირად პოლიტიკურ პროცესებს ჩვენ ვართ ფოკუსირებული ხვალინდელ არჩევნებზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებთან საუბრის მთავარი თემა საარჩევნო გარემო და შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების აუცილებლობა იყო.

„დღეს გვქონდა საუბარი ევროპარლამენტარებთან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, 9 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით და აქ არის ერთიანი პოზიცია ევროპარლამენტარების, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს სრულად და ისინი მიიჩნევენ შარლ მიშელის დოკუმენტს, როგორც ძალაში მყოფ დოკუმენტს. ეს არის ცალსახა პოზიცია ევროპარლამენტარების, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ამავდროულად, ვიმსჯელეთ პოსტსაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გამოვლენილი და რომელიც არის დაკავშირებული „ქართული ოცნების“ მცდელობებთან, იყიდოს ხმები, მოახდინოს ზეგავლენა ამომრჩევლებზე, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი მეგობრები არიან ჩვენს გვერდით, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ მშვიდ საარჩევნო გარემოზე ხვალისთვის,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა