ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი არ შეეგუება „სიონისტური რეჟიმის“ მოქმედებას მისი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და საჭირო ზომებს მიიღებს

ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება „სიონისტური რეჟიმის“ ყოფნას მის საზღვრებთან და მოქმედებას მისი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და საჭირო ზომებს მიიღებს, – ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ირანში აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნებს აქვთ უფლება, ჩაატარონ სამხედრო წვრთნები საკუთარ ტერიტორიაზე ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად.

ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის არმიამ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში დღეს მასშტაბური წვრთნები დაიწყო, რომელშიც ჩართულები იქნებიან ჯავშანსატანკო დანაყოფები, არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები, საჰაერო ძალების ვერტმფრენები. ირანის არმიის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ბრიგადის გენერალ კიომარს ჰეიდარის განცხადებით, წვრთნების მიზანია იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის გამოცდა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შეფასება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა