რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანტაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, რომელიც ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში გაჩნდა, უკვე ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში რუმინეთის ქალაქ პიატრა-ნიამციში ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ, რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლის იანვარში კი ბუქარესტის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მაშინ განაცხადა, რომ მსგავსი ტრაგედიების გამეორების თავიდან ასაცილებლად რეფორმების სასწრაფოდ გატარება იყო საჭირო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო