ტიტე აროშიძე - ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და საკუთარი ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუება, სააკაშვილი „კლოუნია“ და მისი ადგილი ცირკშია

ბათუმში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვები ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, - ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

ტიტე აროშიძის თქმით, ბათუმში გარკვეულ საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ „პოლიტიკურად ბინძური მეთოდების“ გამოყენებას გეგმავს.

"ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და საკუთარი ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუება. სააკაშვილი „კლოუნია“ და მისი ადგილი ცირკშია. ბათუმში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვები ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

დაზუსტებული ინფორმაციით, ბათუმის გარკვეულ უბნებზე "ნაციონალური მოძრაობა" ისევ პოლიტიკურად ბინძური მეთოდების გამოყენებას გეგმავს და აპირებს ვითარების არევას.

ჩვენ სრულად ვართ მობილიზებული იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნების დღეს პროვოკაციების მოწყობა და არჩევნების ჩაშლა კანონმდებლობით დანაშაულია და კანონდამრღვევებს საკადრისი პასუხი გაეცემათ", - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა