მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მთავარი ფოკუსი უნდა იყოს არჩევნები, რათა შემდეგ არ ვინანოთ, რომ „ეიფორიულად სხვა თემაზე ვიყავით გადართულები და არჩევნები გამოგვრჩა“

ქართველები ცოტა ეიფორიაში ვვარდებით და აჟიოტაჟს ვქმნით ხოლმე, ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს დადასტურებული ფაქტი, რომ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოშია, შეცვლის თუ არა ეს ამომრჩევლის განწყობებს და შეიძლება თუ არა იყოს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი.

მისივე განცხადებით, მთავარი ფოკუსი უნდა იყოს არჩევნები, რათა შემდეგ არ ვინანოთ, რომ „ეიფორიულად სხვა თემაზე ვიყავით გადართულები და არჩევნები გამოგვრჩა“.

„ქართველები ცოტა ეიფორიაში ვვარდებით და აჟიოტაჟს ვქმნით ხოლმე, ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს დადასტურებული ფაქტი, რომ სააკაშვილი იმყოფება საქართველოში. მიუხედავად ამისა, ის ჩამოვა, არ ჩამოვა, დადასტურდება თუ არ დადასტურდება, მოვუწოდებ ყველას, რომ მთავარი ფოკუსი - ხვალინდელი დღე, არჩევნები არ იქნას გადაფარული ნებისმიერი სხვა თემით, იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე და ეს დღე ჩვენ არ უნდა შემოგვეხარჯოს და შემდეგ არ ვინანოთ, რომ თურმე ეიფორიულად სხვა თემაზე ვიყავით გადართულები და არჩევნები გამოგვრჩა. რა თქმა უნდა, ჩვენ, „ლელო“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა.

თქვენ იცით, რომ „ლელომ“ გადამჭრელი როლი ითამაშა კონსოლიდაციაში, პარტიებთან კოორდინაციაში, როცა ეს საჭირო იყო, ახლაც მზად ვართ ეს როლი შევასრულოთ, რადგან ქვეყანას სჭირდება არჩევნების შემდეგ მშვიდი გარემო და კანონის ფარგლებში ცხოვრება. შესაბამისად, „ლელო“ მოწოდებულია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ერთიანობა, დავინახოთ მოქალაქეებსა და პარტიებს შორის ერთიანობა იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხვალინდელ დღეს,“- განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა