ფარმაცევტული კომპანიის განცხადებით, მათი ექსპერიმენტული აბები კოვიდინფიცირებულებში ჰოსპიტალიაზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ანახევრებს

ფარმაცევტული კომპანია Merck-ი აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულმა აბებმა კოვიდინფიცირებულებში ჰოსპიტალიაზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები 2-ჯერ შეამცირა.

კერძოდ, კომპანია Merck-ისა და მისი პარტნიორის, Ridgeback Biotherapeutics– ის ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებმაც მათი პრეპარატი Molnupiravir-ი სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის დაახლოებით ორჯერ მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.

კვლევაში 775 ზრდასრული კოვიდინფიცირებული იყო ჩართული, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებად მიიჩნეოდნენ.

კომპანია Merck-ი აცხადებს, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან და გეგმავს, რომ კვლევის შედეგები განსახილველად უახლოეს დღეებში წარუდგინოს. კომპანიის მტკიცებით, მედიკამენტის გამოყენების ნებართვის გასაცემად აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სტრუქტურებს უახლოეს მომავალში მიმართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო