კახა კალაძე - მადლობა მინდა გადავუხადო სააკაშვილს, ამ ნაბიჯით „გააფარჩაკა“ საკუთარი პარტია და კანდიდატი

მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

კალაძის შეფასებით, ეს იყო მცდელობა საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს სააკაშვილი არის ბათუმში.

„მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის, საკუთარი კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას და ამისთვის, მას ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი, ხვალ დაველოდოთ არჩევნებს და ყველაფერი იქნება ცხადი. ვერავინ გააფუჭებდა თავის პარტიას და კანდიდატს, როგორც სააკაშვილმა.

ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს მიშა არის ბათუმში, ამ გადადგმული ნაბიჯით „გააფარჩაკა“ თავისი საკუთარი პარტია და სამწუხაროდ, მისი კანდიდატი“,- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა