არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება ერთ - ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მამუკა გუგეშაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, იმ ბინიდან აიყვანეს, რომლის პირველ სართულზეც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ერთ-ერთ შტაბი მდებარეობს.

„სამართალდამცველები, დაახლოებით 4-5 ის ნახევარი იყო, როდესაც დაიწყეს მისამართის კითხვა. კორპუსს ეძებდნენ, შტაბი გვაქვს და დილით, 7:00 საათიდან აქ ვიყავით. 6-ის ნახევარი იყო, როდესაც უამრავი მანქანა მოვიდა, 15-20 მანქანა იქნებოდა. ვერ წარმოვიდგინეთ რა ხდებოდა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი შტაბის თავზე იქნებოდა. რომ გვცოდნოდა ასე თავისუფლად როგორ გავატანდით? „ლაივს“ მაინც ჩავრთავდით, ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის.

სახლი დაკეტილია და ვის ეკუთვნის არ ვიცი. მეოთხე სართულიდან წაიყვანეს. არ ვიცი მარტო იყო თუ არა სახლში. ვერ წარმოვიდგენდით, რომ მიხეილ სააკაშვილი მიჰყავდათ. არავითარი წინაღმდეგობის გაწევა. რა წინააღმდეგობა? შეგნებულად ჩამოვიდა და ჩაბარდა“, - აღნიშნავს გუგეშაშვილი.

მისივე თქმით, ქუჩა სავსე იყო „შკოდებით“, თვალნათლივ ჩანდა 40-50 სამართალდამცავი.

„ მინიმუმ 8 მანქანა დავინახე, ყველა სავსე. ქუჩა სავსე იყო „შკოდებით“. 40-50 თვალნათლივ ჩანდა“,-განმარტავს გუგეშაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: ვისი ბინიდან აიყვანეს მიხეილ სააკაშვილი?

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს