უკრაინის რადას დეპუტატი სააკაშვილის დაკავებაზე - მიმაჩნია, რომ ამ თემაზე სერიოზული დიპლომატიური სკანდალი იქნება

უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ შესაძლოა, სერიოზული დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში საპრეზიდენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ იქნება სერიოზული დიპლომატიური სკანდალი ამ თემაზე, რადგან სააკაშვილი - უკრაინის მოქალაქეა და არ აქვთ უფლება, ის ასე უსაფუძვლოდ დააკავონ“ , - განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, საკითხის განხილვა საერთაშორისო დონეზე მოხდება.

„ჩემი აზრით, გაივლის დასვენების დღეები და ზუსტად იქნება ამ საკითხის განხილვა საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გვყავს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი და მიმაჩნია, რომ ამ საკითხის დარეგულირება საპარლამენტთაშორისო დონეზეც უნდა დარეგულირდეს“ , - განაცხადა არახამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს