ტომას ჰენდრიკ ილვესი - მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპა და შეერთებული შტატები, დიდი ყურადღებით დააკვირდება, ისარგებლებს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი მართლმსაჯულებით

სააკაშვილის დაკავებას ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი გამოეხმაურა.

მან "ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა, რომ "მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპა და შეერთებული შტატები, დიდი ყურადღებით დააკვირდება, ისარგებლებს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი მართლმსაჯულებით“.

„ქვეყნები, რომელთაც კანონის უზენაესობის თვალსაზრისით საეჭვო რეპუტაცია აქვთ, ყოფილ ლიდერებს დევნიან ხოლმე. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც სერიოზული დარღვევის დამადასტურებელი ძალიან საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობს", -აღნიშნა მან.

ილვესმა "ამერიკის ხმას" ასევე განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია "სააკაშვილის დაკავებამ არ უნდა გააჩინოს ეჭვები პოლიტიკური მოტივაციის არსებობაზე".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს