მერის პოსტის დასაკავებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  239  კანდიდატი იბრძვის

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მერის პოსტის დასაკავებლად სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი მერობის 239 კანდიდატი აპირებს ბრძოლას.

მათგან 24 კანდიდატი თვითმმართველ ქალაქებშია წარდგენილი, ხოლო თბილისის ამომრჩეველს საკუთარ კანდიდატურას მერის თანამდებობაზე 16 კანდიდატი სთავაზობს.

დედაქალაქის მერობის კანდიდატები არიან:

ანა დოლიძე - “ანა დოლიძე - ხალხისთვის”;

გიორგი გაჩეჩილაძე “გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“;

არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;

თეიმურაზ ბობოხიძე - “მამული“;

ევგენი ღვინიაშვილი - “მშრომელთა სოციალისტური პარტია“;

გიორგი ლომია - “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

გიორგი ლაღიძე - “გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო“;

ანა ბიბილაშვილი - “ლელო“;

გიორგი გახარია - “გახარია - საქართველოსთვის“

მიხეილ ქუმსიშვილი - “შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;

ნიკანორ მელია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

თამარ კეკენაძე - “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“;

გიორგი ქუთათელაძე - “საქართველო“;

კახა კალაძე - “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;

ზაზა ხატიაშვილი - “თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი,

კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“;

ქეთევან ნაკაშიძე - “მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“;

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. კანდიდატების მიერ ხმათა საჭირო რაოდენობის ვერ მიღების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე