ტომას ზდეჩოვსკი პრემიერთან შეხვედრაზე - ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით

განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია და ჩვენი შესაძლო დახმარება სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის დეპუტატმა ტომას ზდეჩოვსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით.

„დღეს განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის მომავალი. ამჟამად ის ძალიან კარგ ნიშნულზეა. მე თავად ჩეხეთიდან ვარ და საქართველოში ინვესტიციების მიხედვით მესამე ადგილზეა ჩემი ქვეყანა. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც სტაბილური და პროაქტიული პარტნიორი იქნება საქართველო ჩეხეთთან, ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან მიმართებით“, - აღნიშნა ტომას ზდეჩოვსკიმ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა