კელი დეგნანის შეფასებით, სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს მეტი პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.

"გუშინდელ დღეზე მეტად მნიშვნელოვანია მომავალი და გზა წინისკენ, მოგეხსენებათ, არჩევნები არის პერიოდი, როცა ყველასათვის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც მოსახლეობას აწუხებს. იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერები დაიწყებენ ისეთ საკითხებზე მუშაობას, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს, ეს იქნება კოვიდი, ეკონომიკა, გაზრდილი ფასები, ინფრასტრუქტურა, განათლება და ა.შ.

საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს პროცესი და საქმე იქნება საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით, იმედი გვაქვს, ეს ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისი იქნება",- განაცხადა დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა