უილიამ კორტნი - უკანასკნელ პერიოდში, ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო უკან მიდის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ წარმოდგენების შეცვლა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და რენდის კორპორაციის წამყვანი მკვლევარი, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლის შესახებ ხშირად საუბრობენ და საჭიროა ეს წარმოდგენები შეიცვალოს.

როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნა, ვაშინგტონის პერსპექტივიდან, მთავარი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ ეს არჩევნები იყოს უფრო სამართლიანი, ნაკლები ადმინისტრაციული რესურსით, ნაკლები სახელმწიფო კონტროლით მედიაზე და ა.შ.

„გასულ არჩევნებთან შედარებით, ვაშინგტონში არსებობს დიდი შეშფოთება, რომ არჩევნები საქართველოში დიდი ხანია არ უმჯობესდება. როცა სხვა ქვეყნებს ვუყურებთ, მაგალითად მოლდოვას, სადაც მაია სანდუ აირჩიეს, ვხედავთ, რომ იქ არჩევნები უფრო პატიოსნად ჩატარდა. ამ კუთხით კარგი მაჩვენებელი აქვს უკრაინასაც. [არჩევნების] შეფასების ერთ-ერთი გზა ისაა, რომ მაგალითად უკრაინაში, ხელისუფლებაში მყოფები, არჩევნებს აგებენ... უკანასკნელ პერიოდში, ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო უკან მიდის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ წარმოდგენების შეცვლა“, - აცხადებს კორტნი.

გარდა კორტნისა, „ამერიკის ხმასთან“ საქართველოს გარშემო, შეერთებულ შტატებში არსებულ იმედგაცრუებაზე საუბრობს დიპლომატი დენიელ ფრიდი. მისი თქმით, ამის გამოსასწორებლად საქართველომ საჭიროა წინსვლა აჩვენოს.

„საქართველოსთვის არსებული იმედგაცრუება გაქრება, როცა საქართველო წინსვლას დაიწყებს. ამერიკელები ასეთები ვართ, გვიყვარს, როცა ქვეყნები წინ მიდიან“, - აცხადებს იგი.

ფრიდის თქმით, ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება ტესტი იმისა, თუ რა მიმართულებით სურს ქვეყანას სვლა.

„შეკითხვა რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს შემდეგია, რა გინდა იყოთ 10 წელში? გინდათ პოლარიზებული, დისფუნქციური ქვეყანა, რომლის ნამცეცებსაც პუტინი აკრეფს? თუ საქართველოს სურს ჰქონდეს დემოკრატია და ანგარიშვალდებულება. ვნახეთ რა მოხდა მოლდოვაში, ღარიბ ქვეყანაში, მათ სახლში გაუშვეს ასე ვთქვათ კორუმპირებული მთავრობა, და აირჩიეს ახალი პროევროპელი, რეფორმების დღის წესრიგის მქონე ლიდერი. ვნახავთ იქნება თუ არა ის წარმატებული. თუმცა, საქართველოც ამ პრობლემის წინაშეა. სად გინდათ იყოთ 10 წელში?“, - აცხადებს ფრიდი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა