სუს-ის უფროსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მისი ქვეყანაში შემოსვლის მომენტიდან ჰქონდათ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მისი ქვეყანაში შემოსვლის მომენტიდან ჰქონდათ.

„რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა“, - განაცხადა ლილუაშვილმა „ტვ პირველთან“.

რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს, ლილუაშვილის თქმით, სუს-ი უსმენს კანონიერად და მას, ვინც საჭიროა.

„სუს-ი კანონიერად უსმენს მას, ვინც ითვლება, რომ უნდა მოისმინოს. რა გამოვიდა და რა არა, ეს თქვენ არ იცით, მიდის გამოძიება, ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა