დავით ბაქრაძე - დღევანდელი დღე განსაზღვრავს თუ როგორი იქნება ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მომავალი მომდევნო წლების განმავლობაში

დღევანდელი დღე განსაზღვრავს თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მომავალი მომდევნო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს.

ის მოქალაქეებს არჩევნებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„დიახ, დღევანდელი დღე არის რეფერენდუმი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, ვისაც არ უნდა იცხოვროს უპერსპექტივობაში, სიღარიბეში; ვისაც მობეზრდა მუდმივი პოლარიზაცია დაპირისპირება და ზიზღი; ვისაც უნდა, რომ საქართველო მყარად და შეუქცევადად დაადგეს ევროპული და დასავლური განვითარების გზას; ვისაც აღარ უნდა რომ ქვეყნიდან სამუშაოს საშოვნელად წავიდეს და საქართველოში ოჯახი დატოვოს. თითოეულ ასეთ ადამიანს, დღეს, დღევანდელი დღე აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი არჩევანი და შეცვალოს ქვეყანა და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ამიტომ მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას, მივიდნენ, ხმა მისცენ ცვლილებებს, ხმა მისცენ ამ ქვეეყნის უკეთეს მომავალს და დღევანდელ რეფერენდუმში დააფიქსირონ პოზიცია, რომელიც იქნება საქართველოს და თითოეული ოჯახის უკეთესი მომავლის გარანტი. ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, განვითარება და წინსვლა. დღევანდელი დღე არის შანსი ეს ყველაფერი მოვიტანოთ მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა