უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ უკრაინაში საქართველოს საელჩოს დიპლომატთან შეხვედრის შემდგომ გაავრცელა.

“2 ოქტომბერს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს. დიპლომატმა გააცნო უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელთა მიხედვითაც სააკაშვილი არის მსჯავრდებული.

უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრულად პატივისცემის აუცილებლობას და მოითხოვა, რომ უკრაინის კონსულმა ის მოინახულოს საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გასაწევად. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, - ნათქვია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა