„ლეიბორისტული პარტიის" წევრის განცხადებით, მარნეულში მათი პარტიის აგიტატორი „ქართული ოცნების" აგიტატორმა დაჭრა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ალი ბადიროვის განცხადებით, მათი პარტიის აგიტატორი, 35 წლის ეივაზ მამედოვი „ქართული ოცნების" აგიტატორმა გურხან რამაზანოვმა მუცლის არეში დაჭრა და მიიმალა.

მისი თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ფაქტის დროს სხვა უბანზე ვიყავი, აქტიური ამომრჩეველი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თქვენს მთავარ აგიტატორს სოფელ დაშტაფაში ეივაზ მამედოვს დანით ჭრილობა მიაყენა „ქართული ოცნების" აგიტატორმა გულხან რამაზანოვმა. მოვედი, გავარკვიე, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა, ჩემი მთავარი აგიტატორი, რომელიც სოფელ დაშტაფიდან არის, ახლა „ავერსის" კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ჩემი ინფორმაციით, ერთი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. გასარკვევი და გამოსაძიებელია, ეს თვითონ რიგითმა აგიტატორმა თავისი ინიციატივით გააკეთა, თუ მიზანი იყო აგიტატორების დაშინება. დაჭრის მიზეზი ის გახლდათ, თუ რატომ მეხმარებოდა მამედოვი აქტიურად. სავარაუდო დამნაშავე, ჩემი ინფორმაციით, არაერთხელაა ნასამართლევი", - განაცხადა ბადიროვმა.

52-ე უბნის თავმჯდომარის განცხადებით, დაპირისპირება უბნის გარეთ მოხდა და მისთვის დეტალები უცნობია.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება