ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს - დღეს ქვეყანაში დავასრულეთ პოლარიზაცია, დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდა.

როგორც ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხვალიდან სიმშვიდის და სტაბილურობის ხანა უნდა დაიწყოს.

„მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს - დღეს ქვეყანაში დავასრულეთ პოლარიზაცია. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ადგილობრივი არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე პარტიის ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ სცენაზე გადაინაცვლეს და საკუთარ მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. პარტიის ოფისთან შეკრებილებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიმართეს, რომლებიც მხარდამჭერებთან შესახვედრად შვილებთან ერთად გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ტელეკომპანია “იმედის“ ეთერით “გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების ტრანსლირება ხდებოდა, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა