კახა კალაძე - არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.

როგორც კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთლიანად წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდობიანი და ყველა პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ამომრჩევლისთვის საკუთარი ხედვები გაეცნო.

„არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში. ზოგადად, მთლიანად საარჩევნო პროცესი, არა მხოლოდ არჩევნების დღე, ჩატარდა მშვიდობიან გარემოში. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და საზოგადოებისთვის გაეცნოთ ხედვები და საარჩევნო პროგრამები, თუ ჰქონდათ ასეთი. დღევანდელმა დღემაც მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით მიზანმიმართულ პროვოკაციულ მცდელობებს კონკრეტული ჟურნალისტებისა და ტელევიზიების მხრიდან. საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა“,- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა