ელენე ხოშტარია - ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა

ძალიან მნიშვნელოვანია, დედაქალაქმა თქვა ჩვენი სიტყვა. ხალხი გამოვიდა და „ქართული ოცნება“ დაამარცხა, - ამის შესახებ „დროას“ თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე თბილისს კოალიციური მმართველობა ეყოლება.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში. ახლა ჩვენი ყველას ამოცანა არის, რომ დავიცვათ ხმები უახლოესი 2 საათის განმავლობაში. წარმომიდგენია აღელვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა უბანზე ვიცავთ ხმებს. ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ კვლევა არ არსებობს, რადგან ყველაზე სანდო კვლევა არის Ipsos-ის.

„მსჯელობასაც კი არ ვაპირებ მათ კვლევებზე, ერთადერთი, სანდო, რაც მოვისმინეთ, ახლა არის Ipsos-ი. იგივე ინფორმაცია მოდიოდა უბნებიდან მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი“, - განაცხადა ხოშტარიამ.

Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე ნაწილდება:

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 %,

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ - 4,8 %,

„ლელო“ – 4 %,

"ხალხისთვის" - 2%,

"გირჩი" - 1,6%,

"მოქალაქეები" - 1,1%,

„ევროპული საქართველო“ – 1 %,

"ლეიბორისტული პარტია" - 1,0%,

"პატრიოტთა ალიანსი" - 0,9%,

"მესამე ძალა" - 0,8%.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა