საერთაშორისო დამკვირვებელი გიორგი ჩიჟოვი - ყველაფერი ხდებოდა გამჭვირვალე მეთოდით -  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლებს შეეძლოთ, სიტუაცია ეკონტროლებინათ

ყველაფერი ხდებოდა გამჭვირვალე მეთოდით. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლებს შეეძლოთ, რომ სიტუაცია ეკონტროლებინათ და კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ყველა საარჩევნო უბანი , - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, „რეფორმების დახმარების ცენტრის“ წარმომადგენელმა გიორგი ჩიჟოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე მაქსიმალურად იყო დაცული კოვიდ - რეგულაციები.

როგორც საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა, საარჩევნო პროცესის დროს არ ყოფილა რაიმე დარღვევა და ამასთან, პროცესი იყო გამჭვირვალე.

„ეს გახლავთ პირველი ვიზიტი საქართველოში, არა მხოლოდ სტუმრის სტატუსით, არამედ მნიშვნელოვან მისიაში მონაწილეობის სტატუსით, რაც ნიშნავს იმას, რომ დავკვირვებოდი არჩევნების სამართლიანობის პროცესს. მსურს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იმ გაწეული შრომისთვის და მომზადებისთვის, რაც გაწეულ იქნა ამ საარჩევნო პროცესების დროს.

მოვინახულე რამდენიმე საარჩევნო უბანი და კანონის დაცვა ხდებოდა, მათ შორის ხდებოდა ზედმიწევნით კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულება. დიდი რაოდენობით, დღევანდელი სიტუაციის გამო, ადამიანებს უწევდათ საარჩევნო უბნებს გარეთ ლოდინი, მაგრამ ეს ლოდინის პერიოდი არ აჭარბებდა 10 ან მაქსიმუმ 15 წუთს. დოკუმენტების გაცემა, ყველაფერი ხდებოდა გამჭვირვალე მეთოდით. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლებს შეეძლოთ, რომ სიტუაცია ეკონტროლებინათ და კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ყველა საარჩევნო უბანი. ვიდეოჩანაწერები, რაც უკავშირდება ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის გაკეთებას, ბუნებრივია, ეს პროცესს უფრო ნათელს მოჰფენს.

შემდეგი საკითხი, რისი ხაზგასმაც მსურს, გახლავთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და მათი ქცევა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ფაქტობრივად, არ იყო სივრცე და რაიმე ადგილი გამოტოვებული, რაიმე დარღვევებისთვის. იმედი მაქვს, რომ ხმის დათვლის პროცესიც დასრულდება წყნარ და მშვიდ გარემოში ყოველგვარი დარღვევების გარეშე“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა