სერგო ჩიხლაძე - ვაღიარებთ, იმაზე ნაკლები ხმა ავიღეთ, რასაც მოველოდით - იმედი გვაქვს, 2022 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე აბსოლუტურად სხვანაირი შედეგები დადგება

პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ თავისი საქმე გააკეთა და ვაღიარებთ, იმაზე ნაკლები ხმა ავიღეთ, რასაც მოველოდით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება და იმედოვნებს, რომ „აბსოლუტურად სხვანაირი შედეგები დადგება“.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მცდარ გზაზე ვიდექით. ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ და გავაგრძელებთ ამ სათქმელის მიტანას მოსახლეობამდე. ორპოლუსიანობამ შედეგი გამოიღო და ბევრი ამომრჩეველი, ვინც ჩვენთვის აპირებდა ხმის მიცემას, შეიძლება წავიდა და დაპირისპირებულ პოლუსებს მისცა ხმა ან ბევრი ამომრჩეველი საერთოდ არ მოვიდა ამ არჩევნებზე.

ვიქნებით თვითკრიტიკულები, უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს ამომრჩევლებამდე ჩვენი მართალი აზრის მისატანად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყანას დაპირისპირება აღარ სჭირდება, სჭირდება იდეები, ახალი აზრები, ინოვაციები, განვითარება და ამას ამომრჩევლამდე აუცილებლად მივიტანთ. იმედი გვაქვს, 2022 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე აბსოლუტურად სხვანაირი შედეგები დადგება. შედეგები რაც იქნება, საკმაოდ მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა