ცესკოს სპიკერი - ყველაფერი მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არანაირი გადაცდომა არ იქნება

ნუ ვჩქარობთ, ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით - ნუ ღელავთ, ყველაფერი კანონის შესაბამისად იქნება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არანაირი გადაცდომა არ იქნება ,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, იოსელიანი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედგების დათვლას სხვა არჩევნებისგან განსხვავებით მეტი დრო სჭირდება და ამის მიზეზებს განმარტავს.

„გამოცდილება აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნებისას პირველადი წინასწარი მონაცემების გამოცხადებისას, საარჩევნო უბნების დახურვიდან ოპტიმალური დრო, საორიენტაციოდ 7-8 საათია. ნუ ვჩქარობთ, ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით.

სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით ამ არჩევნებს აქვს თავისი სპეციფიკა, ამ არჩევნებისას, ხმის დათვლის პროცედურები მოითხოვს იმაზე მეტ დროს, ვიდრე ეს სხვა არჩევნების დროსაა საჭირო. ჩვენ გვაქვს სამი ბიულეტენი - მაჟორიტარული, პროპორციული და მერის. შესაბამისად, ამ სამი სახის ბიულეტენის დათვლას შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალური ორგანოს არჩვენებისთვის, ამ არჩვენებზე ცესკო-ში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. ეს არის 2-ჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე წინა წლებში, შესაბამისად, ამას დასჭირდება დრო, რომ მოხდეს დახარისხება, დათვლა და ამ მონაცემების შემაჯამებელ ოქმებში გადატანა. ეს ოქმები საუბნო საარჩევნო კომისიიდან უნდა მივიდეს საოლქო საარჩევნო კომისიებში. საოლქო საარჩევნო კომისიებში არის 68 საინიციატივო ჯგუფი. ფაქტია, რომ ამას სჭირდება რაღაც პერიოდი, და დიდი ყურადღება. ამიტომ, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში შედგება შემაჯამებელი ოქმები და იმის შემდეგ, რაც ეს შემაჯამებელი ოქმები აღმოჩნდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დამერწმუნეთ, რომ ეს შემაჯამებელი ოქმები შემოწმდება და შემდეგ ჩვენს სპეციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთება დაუყოვნებლივ“,- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა