ირაკლი კობახიძე თბილისში მეორე ტურს არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის გამართვას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოლოდინია, რომ შედეგები დარჩება იმ ფარგლებში, რაც „გორბის“ ეგზიტპოლების მიხედვითაა.

„ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც გამოცხადდა, იყო 51.3%, ორ რამეზე მიანიშნებს: ერთი იმაზე, რომ კალაძემ დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით მოიგო არჩევნები თბილისში. რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, ეგზიტპოლის ცდომილება არის დაახლოებით 3%, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას, შესაძლებელია ასეც და ისეც. უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას და საბოლოო სურათი ამის საფუძველზე გვეცოდინება. ეს არის შესაძლებელი გამომდინარე ცდომილებიდან, რაც ეგზიტპოლს აქვს", - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, ჩვენი მოლოდინია, რომ იმ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი საბოლოო შედეგები, რაც კომპანია „გორბის“ მიერ გამოცხადდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია