ათასობით ადამიანი ბრაზილიის ქუჩებში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოვიდა

ბრაზილიაში ათასობით ადამიანი ქუჩაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, მზარდი უმუშევრობისა და შიმშილის ფონზე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სან-პაოლოსა და რიო-დე-ჟანეიროში ადამიანები ბანერებზე წარწერით „ბოლსონარო უნდა წავიდეს, იმპიჩმენტი ახლავე“ გამოვიდნენ. დემონსტრანტები ბრაზილიის დედაქალაქში პრეზიდენტის მიერ კოვიდ პანდემიის არაეფექტურად მართვას, ამასთანავე, ეკონომიკურ პრობლემებს, ინფლაციის ზრდასა და საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებენ.

მოქალაქეები მსვლელობით ეროვნული კონგრესის შენობის წინ გამოვიდნენ. Datafolha Institute-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვით, ქვეყნის პრეზიდენტის რეიტინგი ეცემა. ბრაზილიელების ნახევარზე მეტი, 53% ბოლსონაროს საქმიანობას უარყოფითად აფასებს. მისი რეიტინგი 2019 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა