ლევან ბეჟაშვილი - რეფერენდუმის მეორე ტურში უნდა შევიდეთ ერთობლივი ძალისხმევით და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ ხელისუფლებიდან წასვლის დროა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თანასწორი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე სხვადასხვა სახის დარღვევა მოხდა.

"როგორ მომდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორი ზეწოლის, შანტაჟის, მოსყიდვების, ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით კენჭისყრის დღე. როგორ იყო ეს ძალადობა მკვეთრად გამოხატული, თუნდაც ჟურნალისტების მიმართ და ა. შ. ამ არჩევნებზე არის ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის, ფულის გადაცემის ყველაზე მეტი ვიდეომტკიცებულება, ამის უგულვებელყოფა ნამდვილად შეუძლებელია. თავისუფალ გარემოსთან მიმართებით, ეს არჩევნები სწორედ რომ არ იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, რადგან ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა, კრიმინალების ზემოქმედება რიგით მოქალაქეებზე, ჩვეულებრივი დამახასიათებელი იყო ამ არჩევნებისთვის", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ყველა დიდ ქალაქში არჩევნები წააგო და 43 პროცენტზე ნაკლები მიიღო.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების შესაძლო დანიშვნის საკითხს,ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ ახლა ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რეფერენდუმი არჩევნების მეორე ტურში გაგრძელდეს.

"რეფერენდუმის მეორე ტურში ჩვენ უნდა შევიდეთ ერთობლივი ძალისხმევით და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ ხელისუფლებიდან წასვლის დრო არის. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლებამ ყველა რესურსი ამოწურა",-აცხადებს ბეჟაშვილი.

კითხვაზე, როგორ ემზადებიან "ნაციონალურ მოძრაობაში" მეორე ტურისთვის, ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები როგორც პარტიის შიგნით, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაგრძელდება. მისი თქმით, უახლოესი საათების ან დღის განმავლობაში ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

"ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციურ ელექტორატში, ასევე ოპოზიციურ პარტიებში პარტიებში მომწიფებულია აზრი და ეს ამ არჩევნებმა კიდევ გვანახა, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა