ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საკომუნიკაციო ხაზები აღდგა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან საკომუნიკაციო ცხელი ხაზები აღადგინა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროში განაცხადეს, რომ ორი კორეის ოფიციალურ პირებს შორის აგვისტოს შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

”მთავრობის შეფასებით, სამხრეთ-ჩრდილოეთის საკომუნიკაციო ხაზის აღდგენით, საფუძველი ჩაეყარა კორეულ ურთიერთობებს”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საკომუნიკაციო ცხელი ხაზები რამდენჯერმე შეწყდა და აღდგა.

2020 წელს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის წარუმატებელი სამიტის შემდეგ, ფხენიანმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა და სამხრეთთან ყველა საკომუნიკაციო ხაზი შეწყვიტა.

ცხელი ხაზის მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში მცირე ხნით აღდგა, მაგრამ კვლავ შეჩერდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ შეერთებულ შტატებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა