ინდოეთში ფერმერების საპროტესტო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, უტარ -პრადეშის შტატში, ფერმერების საპროტესტო აქციის დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, ფერმერები იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც შინაგან საქმეთა უმცროსი მინისტრი აჯაი მიშრა და შტატის უფროსი მინისტრის მოადგილე კეშავ პრასად მაურია უნდა მისულიყვნენ.

ქაოტური სცენები აჯაი მიშრას კოლონაში შემავალი ავტომობილების გარშემო განვითარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან 4 ფერმერია, 4 კი - ავტომობილებში მყოფი პირი.

ფერმერები ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი ავტომობილი, რომელშიც მინისტრის შვილი იმყოფებოდა, აქციის მონაწილეებს განზრახ შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ფერმერი დაიღუპა. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს, რასაც კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჯაი მიშრა ფერმერების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი თავად დაესხნენ თავს კოლონას.

ინდოელი ფერმერები სოფლის მეურნეობის ახალ კანონებს აპროტესტებენ, რომლებიც ფერმერებს საკუთარი პროდუქციის დიდ კომპანიებზე მიყიდვის შესაძლებლობას აძლევს. ფერმერები შიშობენ, რომ ცვლილებები ფასების დაწევას გამოიწვევს და მსხვილი ფირმების გამდიდრებას შეუწყობს ხელს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს