ალჟირმა ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურა

ალჟირმა ფრანგული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე დახურა.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ალჟირის სამხრეთით, საჰელის რეგიონში მიმდინარე ოპერაციებზე "მნიშვნელოვან შედეგებს" არ მოახდენს.

ორი დღის წინ ალჟირმა ქვეყნის ელჩი პარიზიდან გაიწვია, რის მიზეზადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარი დაასახელა, რომელმაც, გამოცემა Le Monde-ს ინფორმაციით, განაცხადა, რომ ალჟირის "პოლიტიკურ-სამხედრო სისტემამ" საფრანგეთის მიერ მისი კოლონიზაციის ისტორია "საფრანგეთის სიძულვილის" საფუძველზე გადაწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა