სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

"თელასის“ განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კერძოდ, გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანიის ინფორმაციითვე, ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

„მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, გუდიაშვილის, აბო-თბილელის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, შოთა ნიშნიანიძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ოცხელის, ბაბუციძის, ნაკადულის, შანავას და თამარის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთის გამზირის, აგლაძის, კერესელიძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ზესტაფონის, ვანის და თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა