იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა გახდა

ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ -მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად აირჩიეს, - ინფორმაციას BBC- ავრცელებს.

ფუმიო კიშიდა იაპონიის მე-100 პრემიერ-მინისტრი გახდა.

64 წლის ფუმიო კიშიდა იაპონიის მმართველი, ლიბერალ -დემოკრატიული პარტიის ლიდერად რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. დღეს კი მისი კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა.

სააგენტო Reuters-ი იაპონურ მაუწყებელ, NHK-ზე დაყრდნობით წერს, რომ ფუმიო კიშიდა უახლოეს დღეებში პარლამენტს დაითხოვს და საპარლამენტო არჩევნებს 31 ოქტომბრისთვის დაგეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა