ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე თქმით, ბავშვი ციციშვილის კლინიკაში 18 სექტემბერს სუნთქვის უკმარისობით შევიდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა შაბათს. ჰქონდა თანმხლები დაავადებების გრძელი ნუსხა - ქრომოსომული თანდაყოლილი დაავადება, ფსიქომოტორული სფეროს ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, ინფექცია, ჰქონდა ფილტვის დაზიანება კოვიდინფექციის გამო, ძალიან დაბალი წონის პაციენტი იყო, ძლიერი ჰიპოტროფია იყო გამოხატული, ამის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჩვენთან შემოვიდა 18 სექტემბერს. სხვა კლინიკიდან გადმოვიდა. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სუნთქვის უკმარისობის გამო გადმოვიდა ჩვენთან“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

იხილეთ ვიდეო: ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა