მიხეილ სარჯველაძე - როცა სააკაშვილი იყო ხელისუფალი, ყველა ფეხის ნაბიჯზე დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ვუყურებდით, მათ შეიძლება ეშინოდეთ, რომ გამოუაშკარავდეთ ბევრი დანაშაული

როცა სააკაშვილი იყო ხელისუფალი, ყველა ფეხის ნაბიჯზე დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ვუყურებდით, მათ შეიძლება ეშინოდეთ, რომ გამოუაშკარავდეთ ბევრი დანაშაული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის თუ არა მუქარა და პოლიტიკური რეპრესიების დაანონსება ოპონენტების წინააღმდეგ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესია არ არის, როცა ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული და ამაზე პასუხისგება უწევს.

„რა მუქარაზეა ლაპარაკი, წესიერებას არეგულირებს კანონი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ზოგადად ამ კაცს აქვს ჩანაფიქრები, რომელიც არც თუ ისე კეთილსინდისიერია. ეს არის დესტაბილიზაციის განზრახვები. თუ რაიმე საბრალდებოდ არის მასალები, რომ წაუყენონ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, საამისოდ ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ნუ ეძებთ შეთქმულების თეორიებს. მე რატომ უნდა აღვიქვა მუქარად? ვისაც შეიძლება ეშინოდეს, იმას უნდა ეშინოდეს. ყველას გვიცხოვრია იმ ეპოქაში, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფალი, ყველა ფეხის ნაბიჯზე დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ვუყურებდით. მათ შეიძლება ეშინოდეთ, რომ გამოუაშკარავდეთ ბევრი დანაშაული, გაცილებით მეტზე იყო საუბარი, როცა ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა