მიხეილ სარჯველაძე - დარღვევებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებაში მითითებული შეფასებები ცოტა გაზვიადებულია

დარღვევებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებაში მითითებული შეფასებები ცოტა გაზვიადებულია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ განცხადებაში ყველაზე მთავარი ის, არის, რომ აშშ აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები შედგა.

„შეფასება არჩევნების ერთმნიშვნელოვნად იყო დადებითი ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეს განცხადება იწყება იმის აღიარებით, რომ არჩევნები ცალსახად შედგა, მართლზომიერია და ამ კუთხით დაეჭვების საბაბი არ არსებობს. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, რომელიც არსებობს, მის გამოსასწორებლად, რომ მომავალში აღარ გვქონდეს, ეს არის სწორი მიდგომა, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეულ დარღვევებზე მითითებასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში მეჩვენება, რომ განცხადებაში მითითებული შეფასებები ცოტა გაზვიადებულია, რადგან შემიძლია ვისაუბრო კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება ეყრდნობოდეს სავარაუდოდ, ეს განცხადება და მათგან უდიდესი უმრავლესობა გაქარწყლებულია იმ სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ქმედითად მუშაობდა. ყველა შესაძლო განცხადებას სამართალდარღვევის თაობაზე მოჰყვებოდა რეაგირება და უდიდეს უმრავლესობაში ეჭვი რჩებოდა ეჭვად და უბრალოდ არაფრით საბუთდებოდა. უმთავრესი, რაც ამ განცხადებაშია, ეს არის მილოცვა საქართველოსადმი, რომ არჩევნები შედგა და დემოკრატიული პროცესები ვითარდება საქართველოში,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა