დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ და კენჭს უყრიან

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ და კენჭს უყრიან.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მელიას წერილობითი განცხადება უკვე განიხილა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლენარულ სხდომამდე მმართველი გუნდი ფრაქციის ფორმატში იმსჯელებს და ის, თუ როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 3 აგვისტოს წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა